აკაკი წერეთელი პოემაში ,,თორნიკე ერისთვი"თორნიკეს ტოლერანტ ადამიანად წარმოგვიდგენს. იგი თავის მეომრებს არიგებს, რომ ყველას ერთნაირად მოექცნენ:ქართველს, სპარსელს, ბერძენს და სომეხს. დაჭრილებს მოუარონ, მკვდრები კი სამარეს მიაბარონ. დატყვევებულების შეურაცხოფას კი ნურავინ შეეცდება.
Thursday, November 17, 2016
ისევ ტოლერანტობის შესახებ
მოყვარისადმი თვდადების, სიყვარულის და ტოლესანტოლლი ქცევის უამრავი მაგალითები არსებობს, ლიტერატურაში ისტორიაში და თანამედროვე ცხოვრებაში. მახსენდება ბალადა ,,ვეფხისა და მოყმისა", მოყმის დედა როგორ ცდლობს თნაგრძნობა გაუწიოს თავისი შვილის დამღუპველი ვეფხვის დედას.
Wednesday, November 16, 2016
რა არის ტოლერანტობა
16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა რა არის ტოლერანტობა?-
ტოლერანტობა მსოფლიო კულტურატა მდიდარი მრავალფეროვნების,თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა.ტოლერანტობას ხელს უწყობს ცოდნა,ღიაობა,ურთიეთობა და აზრის,სინდისისა და შეხედულების თავისუფლება. ეს წესი თითქმის მტელი ტანამედროვე კანონმდებლობის საფუძველია.ამ წესიდან ავტომატურად გამომდინარეობს სხვა ადამიანის,კულტურის,რელიგიის,ეროვნების მიმარათ შემწყნარებლობის აუცილებლობა.
ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაცია
მახსენდება დიდი ილიას ლექსი "ლოცვა" სადაც პოეტი ამბობს:
,,რომ მტერთათვისაც,რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე:,,შეუნდე,-არ იციან,ღმერთო,რას იქმნან!"
ამ სიტყვებით ილია შემწყნარებლობისკენ მოგვიწოდებს.
ვიყოთ მიმტევებლები და შემწყნარებლები!
ილია ჭავჭავაძე ტოლერანტობის ტოლერანტობის შესახებ:
,,სარწმუნოების სხვადასხვაობა ჩვენ არ გვაშინებს.ქართველმა,თავისი სრწმუნოებისთვის ჯვარცმულმა,იცის პატივი სხვისი სარწმუნოებისაც. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და დაჩაგრულნი-აქ, ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის- მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებას.
"ოსმალოს ქართველი" 1877წ.
საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის ილია II-ის საახალწლო ეპისტოლედან:
საკუთარი თავისადმი გადამეტებული სიყვარული ეგოიზმს და ნარცისიზმს შობს. ტოლერანტობა ჩვენი ბუნებიდან მომდინარეობს და მისი სწავლა არასოდეს დაგვჭირებია.
მარტინ ლუთერ კინგი:,,გიყვარდეთ თქვენი მტრები".
ყოვლის მიტევება კატალიზატორია, რომელიც ხელს უწყობს ახალი ცხოვრების დაწყებისათვის აუცილებელი ატმოსფეროს შექმნას.ყოველი მიტევება ტვირთისგან გათავისუფლებაა...
Tuesday, November 1, 2016
ყველა ადამიანი ვალდებულია
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEi0UNCgCKRTPEH_ta2xpzYn0xMzMMagSxAiaR4JIDZTDa9U-doU4JpUMKC0LNbyHRpIKyywwSsfiC2GGLuHyZmkR4ybLD0-GgbCU5Pp8w0BuroISiIMMuepILyA6LcPMaZziS3KEV7Clsw/s320/e0166970_6335126.jpg)
მინდა გავიხსენო დიდი ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის უკვდავი სიტყვები "არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს
იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს"
ვაჟა-ფშაველა ამბობს:
,,ყველა მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახურებოდეს მთელი თავის ძალღონით, თანა მოძმეთა სარგებელობაზე უნდა ფიქრობდეს და,რამდენადაც გონივრული იქნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოდგება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქნება მთელი კაცობრიობისათვის"
Subscribe to:
Posts (Atom)